ასაკის გარჩევა
ასაკის გარჩევისათვის უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რამ!
1. დააკვირდით თუთიყუშის თვალს. ბარტყებს თვალი მთლიანად შავი აქვთ. ასაკთან ერთად თვალის გარშემო ჩნდება ჯერ ნაცრისფერი და შემდეგ თეთრი რკალი. 2.დააკვირდით თავს. ბარტყებს თავი მთლიანად დაზოლილი აქვთ. ხოლო ბუმბულის პირველი გამოცვლის შემდეგ მათ “შუბლი” უყვითლდება ან უთეთრდებათ, შეფერილობის და მიხედვით.

სქესის გარჩევა
სქესის გარჩევისას უნდა დავაკვირდეთ ნისკარტის ზემოთ ე.წ. ცვლილოვანა-ს.მამლების ცვლილოვანა ლურჯია, ხოლო დედლების მოყავისფრო ან თეთრ-ღია ცისფერი.მაგრამ ბარტყების შემთხვევაში გარჩევა ცოტა არ იყოს ძნელია.მამალ ბარტყებს ცვლილოვანა იასამნისფერი ან ვარდისფერი აქვთ.ხოლო დედალ ბარტყებს შეიძლება ყველანაირი ფერი ჰქონდეთ: იასამნისფერიც, ცისფერიც ვარდისფერიც, მაგრამ მათ ნესტოების გარშემო აუცილებლად თეთრი რგოლები აქვთ.
გამრავლება
ტალღოვნების გამრავლება სახლის პირობებში შესაძლებელია, მაგრამ არც თუ ისე იოლი საქმეა. კვერცხებზე ჯდომა და შემდეგში ბარტყების აღზრდა უდიდეს ენერგიას მოითხოვს როგორც დედლისთვის, ასევე მამლისთვის. ამიტომ აუცილებელია საჭირო პირობების შექმნა.აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დედალიც და მამალიც ასაკით მინიმუმ 1 წლისუნდა იყოს.ტალღოვანი თუთიყუშები საკმაოდ ადვილად მრავლდებიან სახლის პირობებში. გამრავლებისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული. რადგან გაზაფხულზე საკმაოდ თბილა, სინათლეა და ასევე ბევრი ხილია. მაგრამ, მიუხედავად ამისა ეს არ ნიშნავს იმას რომ ტალღოვანი თუთიყუში ზაფხულში, შემოდგომაზე ან ზამთარში ვერ გამრავლდება. უბრალოდ ზაფხული არ არის სასურველი, რადგან ბუდეში საკმაო სიცხე იქნება, ამავდროულად დიდი შანსია პარაზიტების გაჩენისა. რაც შეეხება შემოდგომასა და ზამთარს, იმისათვის რომ ამ დროს გამოვზარდოთ ტალღოვანი თუთიყუშის ჯანმრთელი ბარტყი, ამისათვის მას უნდა შევუქმნათ სპეციალური პირობები. დღე-ღამეში სინათლე უნდა მიეწოდებოდეს 12-14 საათით, ოთახში რომელშიც თუთიყუშები იმყოფებიან, ტემპერატურა უნდა იყოს სტაბილურად +20; +22 გრადუსი.ტალღოვანი თუთიყუშების გასამრავლებლად ირჩევენ ახალგაზრდა თუთიყუშებს, რადგან უკვე მოზრდილი თუთიყუშები იშვიათად იძლევიან ჯანმრთელ შთამომავლობას. უმჯობესია თუკი თუთიყუშებს, რომლებიც შერჩეული გვყავს გასამრავლებლად, ჰყავდეთ მშობლები, რომლებიც იძლევიან ჯანმრთელ ბარტყებს და ასევე კარგად უვლიან მათ. კარგი იქნება თუკი თუთიყუშებს 1 გალიაში მოვათავსებთ უკვე შემოდგომით. გასამრავლებელი თუთიყუშების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ ფიზიკურ განვითარებას, იმას თუ რაოდენ მოძრავია, ასევე ბუმბულებს – ამით ჩვენ იმასაც მივხვდებით ჯანმრთელია თუ არა ინდივიდი, ხასიათი და ამავდროულად თუთიყუში არ უნდა იყოს არც მსუქანი და არც გამხდარი. დაუშვებელია შევაჯვაროთ მონათესავე თუთიყუშები. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დეფექტიან, რახიტ და ნაკლებად სიცოცხლისუნარიან ბარტყებს.ტალღოვან თუთიყუშებს გამრავლება შეუძლიათ უკვე 8-9 თვის ასაკში. თუმცა კი ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაჯვაროთ ისინი.გამრავლებისთვის ოპტიმალური ასაკია მინიმუმ 1 წელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდედრ თუთიყუშს, რომლის ორგანიზმსაც ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ფორმირება, შეიძლება მოკვდეს კვერცხების დადებისას. ყველაზე კარგი ასაკი თუთიყუშების შესაჯვარებლად, არის 2-3 წელი. თუმცა კი ამავდროულად გაითვალისწინეთ რომ მათი გამრავლება შეიძლება წელიწადში “მაქსიმუმ” ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში დედალი ტალღოვანი რამოდენიმე წელიწადში დაგეღუპებათ თუკი თუთიყუშების გასამრავლებლად, წყვილი წარმატებით შევარჩიეთ, მაშინ თუთიყუშები მუდამ ერთმანეთის სიახლოვეს იმყოფებიან. მამლები მუდამ თავს ევლებიან დედლებს და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება. იმისათვის რომ თუთიყუშებმა წარმატებით დაიწყონ გამრავლება, ამისათვის საჭიროა მათი მომზადება.
პირველ რიგში ჩამოუკიდეთ ბუდე.
ბუდეში აუცილებლად უნდა ეყაროს ნახერხი ან თივა. დედალი ბუდეს შემდგომში თავის გემოვნებით “მოაწყობს”. ბუდის ოპტიმალური ზომებია 25X20X20 სმ. 25 სანტიმეტრი იატაკი და ჭერია. ასევე საჭიროა იატაკზე პატარაჩაღრმავებები იყოს. რათა კვერცხებმა არ იგორაოს, თუმცა კი ამავდროულად თუთიყუშს არ უნდა გაუჭირდეს მისი გადაადგილება. მას შემდეგ რაც გალიაში ბუდე ჩავამაგრეთ, საჭიროა დავაკვირდეთ თუთიყუშების ქცევას. როგორც წესი პირველად მამალი იწყებს ბუდეში შესვლას და ცდილობს დედალიც შეიტყუოს. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. როდესაც დედალი აქტიურად დაიწყებს ბუდის “დალაგებას” , ე.ი. მიზანთან ახლოს ხართ . შეჯვარებიდან 2-4 კვირით ადრე, საჭიროა ისინი მუდმივად ბევრს დაფრინავდნენ, რადგან ბევრი ფრენის შედეგად მათ უჩქარდებათ ნივთიერებათა ცვლა, უომჯობესდებათ მადა, უვითარდებათ კუნთები. ამ დროს თავიანთი საკვების გარდა, დამატებით უნდა მივცეთ ქათმის კარგად მოხარშული კვერცხი. ასევე უცხიმო ხაჭო, გაღვივებული თესლი, მინერალები და ცარცი. თუკი წყვილი სწორადაა არჩეული, ისინი ხდებიან ცოტანერვიულები, რის შემდეგაც 8-10 დღეში დედალი დებს პირველ კვერცხს. ჩვეულებრივ იგი დებს 6-8 იშვიათად კი 10 კვერცხს. მას შემდეგ რაც დედალი 2-3 კვერცხს დადებს, იგი იწყებს კრუხობას. ასევე ფაქტობრივად ყოველდღე დებს ახალ კვერცხს. კრუხობისას მამალი კვებავს დედალს. ამ პერიოდში მამალი დიდ დროს ატარებს ბუდის შესასვლელთან და ჟღურტულებს.

ბარტყების მოვლა
პირველი კვერცხის დადებიდან დედალი მიყოლებით რამოდენიმე კვერცხს დადებს ერთი ან ორი დღის შუალედით. კვერცხებზე ჯდომა შეიძლება 2 ან 3 კვერცხის შემდეგდაიწყოს, მაგრამ საშიში არაფერია. კვერცხებზე ჯდომის პერიოდში დედალი ძალიან იშვიათად და ძალიან ცოტა ხნით ტოვებს ბუდეს, მისი გამოკვება მამალს აკისრია.პირველი კვერცხის დადებიდან 17-20 დღეში ბარტყები დაიწყებენ გამოჩეკვას იგივე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც იყო კვერცხები დადებული. ახლა უფრო მეტი დამატებით საკვების შეშველებაა საჭირო. მხოლოდ მშრალ მარცვლეულზე რომ არ იყვნენ, ხილ-ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ მისცეთ მაგრად მოხარშული კვერცხი და ასევე უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული წიწიბურა.ბარტყებს დედალიც აჭმევს და მამალიც. ზოგჯერ, როცა ძალიან ბევრი ბარტყია და მშობლები გამოუცდელები არიან შეიძლება ვერ მოახერხონ ყველას თანაბრად გამოკვება. ამის შენიშვნა ადვილია თუ ბარტყების ჩიჩახვს შეხედავთ. ჩიჩახვი ცარიელი არ უნდა იყოს! ბუდის შემოწმება შეიძლება, ოღონდ ძალიან ხშირად არა. არასოდეს შეეხოთ ბარტყებს , რადგან შეიძლება დედამ ამის შემდეგ აღარ გამოკვებოს ან უარეს შემთხვევაში მოკლას.15 დღემდე ბარტყები ძალიან მგრძნობიარეები არიან სინათლეზე, ამიტომ მოერიდეთ სურათების გადაღებას.1 თვის შემდეგ ბარტყები ნელ-ნელა იწყებენ ბუმბულით შემოსვას და ბუდიდან გამოსვლას. თუმცა ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ჭამას, ამიტომ ნუ განაცალკევებთ მათ მშობლებისაგან. ამ პერიოდში უკვე შეიძლაბა მათი ხელში აყვანა. ბუმბულების სრულად ამოსვლის შემდეგ ბარტყებს უკვე ფრენაც შეუძლიათ. 2 თვის ბარტყი უკვე მზადაა დამოუკიდებლად იცხოვროს.
გაითვალისწინეთ
სახლის პირობებში გამრავლება ყოველთვის ბედნიერად არ სრულდება. დედლისთვის ბარტყების აღზრდა დიდი სტრესის ტოლფასია. გამოუცდელ მშობლებს ხშირად ბოლომდე ვერ მიჰყავთ დაწყებული “საქმე”. ხანდახან დედალს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, ზოგ შემთხვევაში – კვდება. ასევე გასათვალისწინებელია ბარტყების ბედი. ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სახლში დაიტოვოს 6 ან მეტი ჩიტი. ამიტომ წინასწარ იფიქრეთ სად “გააშვილებთ” ბარტყებს .
No comments:
Post a Comment