მათი სამშობლო აფრიკა და აზიაა.
შეუძლიათ ლაპარაკიც და სტვენაც, როგორც მამალს, ასევე დედალს.
კრამერის თუთიყუში არც ისე მოსიყვარულე და თბილი სახეობაა, როგორც მაგალითად ნიმფა ან ტალღოვანი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდ “მეგობრობას” გაგიწევთ.
გაითვალისწინეთ, რომ კრამერის თუთიყუშებს ძალიან ხმამაღალი ხმა აქვთ, ამიტომ ყველა ვერ უძლებს, ასე რომ წინასწარ დაფიქრდით, გაქვთ თუ არა ამისათვის საკმარისი ნერვები.
ინდური ყელსაბმიანი თუთიყუში, იგივე კრამერის თუთიყუში (Psittacula krameri) ნამდვილ თუთიყუშთა ოჯახს განეკუთვნება. ბინადრობს სამხრეთ აზიასა და აფრიკის რაიონებში.საჰარა, მალი, სამხრეთ ნიგერია, ჩრდილო განასა და ბურკინა-ფასოში. ტოგო, ბენინი, კამერუნსა და ჩადაში. ასევე სამხრეთ სუდანში. ეთიოპია, უგანდა, ჯიბუტსა და ჩრდილო დასავლეთ სომალიში. ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე. აზიაში ბინადრობს: ინდოეთში, პაკისტანი, ბანგლადეში, ნეპალი, ცეილონსა და მიანმაში. ზღვის დონიდან 1600 მეტრამდე. მისი გავრცელების მთელ არეალში საკამოდ დიდი პოპულაციები გვხვდება. ბინადრობს ადამიანთან ახლოს, მათ შორის ქალაქებშიც.
ეს სახეობა ყველაზე მრავალ რიცხოვანია ნამდვილი თუთიყუშების ოჯახში.
ყელსაბმიანი თუთიყუშის მთავარი შეფერილობა მწვანეა, თუმცა კი ასევე შერეული აქვს სხვა ფერებიც. კისრის მიდამოებში მამლებს წვრილი ვარდისფერ-წითელი რგოლი აქვთ, სწორედ ამიტომ ქვიათ მათ “ყელსაბმიანი” თუთიყუში (დედლებს ყელსაბამი არ გააჩნიათ).
სქესის გარჩევა
სქესობრივი განსხვავება კრამერის თუთიყუშებში არც თუ ისე მკვეთრადაა შესამჩნევი, მაგრამ მამლისა და დედლის გარჩევა მაინც შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა, დედლებს არ გააჩნიათ შავი-ვარდისფერში ყელსაბამი და მათ ადგილზე ოდნავ მუქი მწვანე ყელსაბამი აქვს. დედლების ფერი უფრო ნაკლებად ხასხასაა. დედლის კუდი მამლისაზე პატარაა, ზურგის ბუმბულები კი უფრო მოლურჯო. ყელსაბმიან თუთიყუშს მაღალი და ცოტა შემზარავი, გამჭოლი ხმა აქვს. ამავდროულად იგი ძალიან ხმაურიანია და ხშირად კივის. ეს მისი ერთ-ერთი ნაკლია, როდესაც სახლში გვყავს.
გარეგნობა
ყელსაბმიანი თუთიყუში, როგორც სახეობა აღწერილი იყო ჯერ კიდევ 1769 წელს იტალიელ-ავსტრიელი ნატურალისტის ჯოვანი სკოპოლის მიერ, რომელმაც აირჩია სახეობის სახელწოდება, ზოოლოგ ვილგელმ კრამერის ხსოვნის საპატივსაცემოდ.
კრამერის თუთიყუში – არ არის დიდი ზომის თუთიყუში. მისი სიგრძე კუდთან ერთად 40-42 სმ-ია. ფრთის სიგრძე 16 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.
თუთიყუშს მოხდენილი გარეგნობა აქვს, საკმაოდ გრძელი ტანით. კუდი საერთო სიგრძის ნახევარს შეადგენს, 20 სანტიმეტრის ფარგლებში. ზრდასრული თუთიყუშის წონა 115-140 გრამია. ფეხზე 4 თითი აქვს, საერთო ჯამში თუთიყუში მწვანე ფერისაა, თუმცა კეფისკენ უფრო მოლურჯო ხდება. ყელზე შავი ბუმბულები აქვს, ნისკარტიდან თვალამდე აქვს წვრილი და საკმაოდ კარგად შესამჩნევი შავი ხაზი. შემდეგი შავი ზოლი კისერზე აქვს, მამალ კრამერის თუთიყუშებს ამ შავ ზოლთან თან სდევს წვრილი ვარდისფერი ზოლიც.
ნისკარტი მკვეთრი წითელია, თუმცა კი ნისკარტის წვერი უფრო მუქი, ზოგჯერ კი თითქმის შავი აქვთ.
ნისკარტის ქვემოთ ყელი მამალს შავი აქვს, დედალს კი მუქი მწვანე. ფეხები სერი, ზოგჯერ ვარდისფერი.
2 ყველაზე გრძელი კუდის ბუმბული ლურჯია. ფრთების ქვეშ მყოფი ბუმბულები მუქი სერია, რაც კარგად ჩანს როდესაც თუთიყუში დაფრინავს, ჩვეულებრივ დროს კი ფაქტობრივად ვერ შეამჩნევთ.
ქვევითა მხარე, კუდის განაპირა ბუმბულებისა მოყვითალო ზეთისხილის ფერია. ცუდი ამინდის შემთხვევაში, როდესაც თუთიყუშს საკმარისი სინათლე არ ხვდება, იგი მოლურჯოდ ჩანს. სელექციის შედეგად, 200-300 ფერთა ვარიაცია იქნა მიღებული.
No comments:
Post a Comment