ფრინველების ქვეოჯახი თუთიყუშისნაირთა რიგისა. ტანად საშუალო და დიდი (სხეულის სიგრძე 60-95 სმ) ფრინველებია. დამახასიათებელი ნიშანია თავზე ქოჩორი. გავრცელებულია ავსტრალიაში, ახალ გვინეაზე, აღმოსავლეთ ინდონეზიაში, ფილიპინის კუნძულებზე. ცნობილია კაკადუს 5 გვარის 17 სახეობა. ბინადრობს ტყეში, მინდვრის ახლოს. იკვებება მცენარის ნაყოფით,თესლით და სხვა. ტიპობრივი გალიის ფრინველია.
ისინი ბინადრობენ ავსტრალიასა და ინდონეზიაში. ამ თუთიყუშების ნისკარტებს განსაკუთრებული აღნაგობა აქვთ. მათი ნისკარტის ფართე, ქვედა ნაწილი მოიცავს შედარებით ვიწრო, ნისკარტის ზედა ნაწილს. თავზე კაკადუს ყველა სახეობას სხვადასხვანაირი ზომის ქოჩორი აქვს. კაკადუთა ნაირსახეობის უმეტესობას თეთრი, იშვიათად შავი შეფერილობა აქვს (რა თქმა უნდა შეფერილობა დამოკიდებულია თუთიყუშის სახეობაზე; არსებობს ასევე ვარდისფერი კაკადუც, რომელიც მიკუთვნეს თეთრ კაკადუებს).
სულ 21 სახეობის კაკადუ არსებობს (მათ შორის ნიმფაც). ზოგიერთი მაგთანი მონოტიპურია (ანუ სახეობა არ იშლება ქვესახეობებად). ასეთები არიან მაგალითად: გოფინის კაკადუ, მოლუკის კაკადუ, ნიმფა და სხვები. ზოგიერთი კი პირიქით იშლება ქვესახეობებად, ასეთებია დიდი და მცირე ყვითელქოჩორა კაკადუები, ვარდისფერი კაკადუ, შავი კაკადუ, ტრაურიანი კაკადუ და სხვები.
კორელა ანუ ნიმფა:
ავსტრალიური წარმოშობის კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი.
ტალღოვანი თუთიყუშების შემდეგ, ყველაზე პოპულარული სახლის ფრინველი.ნიმფები ძალიან ენერგიული, ცნობისმოყვარე და მეგობრული ფრინველია, ადვილად ეგუება ადამიანს, უყვარს თამაში და მათთან ურთიერთობისას არასოდეს მოიწყენთ.
კორელებს აქვთ ლაპარაკის ნიჭი.
მათ აქვთ ძალიან კარგი სმენა, შეუძლიათ დაიმახსოვრონ მელოდია და უშეცდომოდ იმღერონ (უფრო სწორად უსტვინონ )კორელები ბინადრობენ ავსტრალიაში.
ისინი ცხოვრობენ გუნდებად. სახლდებიან წყალთან ახლოს, მინდვრებში ან ადამიანებით დასახლებულ პუნქტებთან. ბუდეს ქმნიან გამხმარი ხის ფუღუროში და სწორედ ამიტომაცაა რომ მატი ფერი უმეტესად რუხია.
დედალ-მამალი სამუდამოდ ქმნის წყვილს და ხშირია შემთხვევები, როდესაც 1 მათგანი კვდება, მეორეც მალე გარდაიცვლება ხოლმე დარდით.
ბუნებაში კორელები ცხოვრობენ 18 წლამდე, გალიაში კი მათი ცხოვრების ხანგრძლივობა 20-25 წელს და ხშირ შემთხვევაში მეტსაც კი აღწევს.
კორელა შესანიშნავი ფრინველია სახლში საცხოვრებლად. ისინი ადვილად ეჩვევიან პატრონს, არ არიან აგრესიულები სხვა, მათზე უფრო მომცრო ჩიტების მიმართ.
ლაპარაკს სწავლობს მალევე, ლაპარაკობს როგორც მამალი, ასევე დედალი. ლაპარაკისას ისინი არ ჟღურტულებენ, ამიტომ მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები, არის მკაფიო და ხმამაღალი.კორელა სიგრძეში იზრდება 30-35 სანტიმეტრის, მისი ფრთა აღწევს 18 სანტიმეტრს, იწონიან დაახლოებით 150 გრამს. მათი კვების რაციონს შეადგენს სხვადასხვა მცენარეულობა და მათი თესლი. ხილი, ბოსტნეული, კენკრა, ნექტარი, ხორბალი, შვრია, ფეტვი და ბუნებაში ისინი ასევე მოიპოვებენ სხვადასხვა მცირე ზომის მწერებს.იმისათვის რომ კორელამ თავი კომფორტულად იგრძნოს, ამისათვის საჭიროა დღის შუქი მას მიეწოდებოდეს არანაკლებ 10-12 საათისა. ხოლო ზამთარში, როდესაც მალე ბნელდება, უმჯობესია გალიასთან ახლოს დავაყენოთ ულტრაიისფერი ნათურები, რომლებიც მას მზის მაგივრობას გაუწევს. ტემპერატურა ოთახში სადაც კორელაა, უმჯობესია იყოს +20 დან +25 გრადუსამდე. კორელებს არ უყვართ ტემპერატურის სწრაფი ვარდნა და ამიტომ, უმჯობესია თუკი იგი შორს იქნება გამათფობელისგან და ასევე ღია ფანჯრებიდან. ასევე მისი პირველი მტერია ორპირი ქარი. ტენიანობა ოთახში უნდა იყოს 55-60% თუკი ძალიან მშრალი ჰაერი იქნება, თუთიყუშმა შეიძლება საკუთარი ბუმბულები დაიპუტოს. ამიტომ უმჯობესია ტენიანობის 1 დონეზე შენარჩუნება. თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ აუცილებელია თუთიყუშს მივასხათ თბილი წყალი.
კორელას თავადაც შეუძლია ბანაობა, მაგრამ თუკი თქვენ მაინც გადაწყეტთ მის ბანაობას, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 30-35 გრადუსი. ხოლო ბანაობის შემდეგ მალევე გაამშრალეთ იგი.გალია კორელასთვის რაც უფრო დიდი იქნება, უკეთესია, მაგრამ მინიმუმ იგი უნდა იყოს:
სიგანეში 45 სანტიმეტრი
სიგრძე 50-60 სანტიმეტრი
სიმაღლე 60-100 სანტიმეტრი
სიგანეში 45 სანტიმეტრი
სიგრძე 50-60 სანტიმეტრი
სიმაღლე 60-100 სანტიმეტრი
კარგი იქნება თუკი გალიაში მას ჩამოუკიდებთ ზარიან სათამაშოებს. ხოლო პლასტმასის ქანდარებს შეუცვლით ხის ქანდარებით, რომელთა დიამეტრიც იქნება 1 სანტიმეტრი. ჯოხს შეგიძლიათ დაუტოვოთ კანი, მაგრამ ამისათვის საჭიროა მისი გარეცხვა მდუღარე წყლით.ტოტი უნდა იყოს ისეთი ხისგან, რომლის ნაყოფსაც ჩვენ მივირთმევთ.
3 თვემდე არ არის მიზანშეწონილი ბარტყის შეძენა, რადგან 3,5 თვემდე ყველა კორელა დედალს ჰგავს, სქესის გარჩევა შეიძლება მას შემდეგ, როცა ისინი ბუმბულს გამოიცვლიან.
მამლები არიან უფრო ხმაურიანები და ხშირად მღერიან, მდედრები უფრო წყნარები და ამავედროს უფრო მსუქნები არიან.1 წლის შემდეგ, მდედრი კორელები კვერცხს დებენ, მაგრამ თუკი ეს კვერცხი გაუნაყოფიერებელია, აუცილებელია მას წავართვათ იგი, რათა კრუხობა არ დაიწყოს. ასევე ამ დროს უნდა მივცეთ მას ქათმის მოხარშული კვერცხი და ვიტამინები კალცისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ კორელებს გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი მტვერი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით თითქმის არ ჩანს. თუმცა კი მტვერის გამო, კორელას ყოლა კატეგორიულად არ შეიძლება ასთმიანი ადამიანებისათვის.
სქესის გარჩევა
პატარა ნიმფების სქესის გარჩევა ცოტა არ იყოს რთულია, რადგან ბუმბულის პირველ მოცვლამდე ყველა დედალს ჰგავს. ბუმბულის მოცვლის შემდეგ კი უნდა დავაკვირდეთ თავსა და კუდზე.
გამრავლება
ყველაზე თბილი თუთიყუშიც კი შეიძლება აგრესიული არმოჩნდეს პატრონის მიმართ გამრავლების პერიოდში. მართალია კორელას გამრავლება უკვე 6 თვიდან შეუძლია, მაგრამ იდეალური ასაკი ამისათვის არის 1,5 და 2 წელი. გამრავლებამდე 5-6 თვით ადრე კორელას სჭირდება ბევრი ვიტამინი, უმჯობესია თუ მისცემთ ხილს და ასევე მოხარშულ კვერცხს. ქათმის რასაკვირველია. ასევე თეთრ ხმელ პურს, სიმინდს, შვრიას, ასევე რამოდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი, კალციუმი და მცირე ზომის კენჭები. მათთვის ეს აუცილებელია და ამიტომ უნდა მიიღონ ყოველდღე, მიეცით მაშინაც კი, თუკი ისინი მას არ ეკარებიან. არასრულფასოვანმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუნაყოფიერებელი კვერცხების დადება, ხოლო თუკი ისინი მაინც განაყოფიერებულია, მაშინ შთამომავლობა შეიძლება დაიბადოს ავადმყოფი, ყველა კვერცხი არ გამოიჩეკოს, ხოლო რომელიც გამოიჩეკება, ის ბარტყები შეიძლება მალევე დაიხოცონ. ასევე შეიძლება მოკვდეს დედა თუთიყუშიც. ასევე გამრავლებამდე აუცილებელია თუთიყუშები ინტენსიურად დაფრინავდნენ, რადგან მიიღონ ჯანმრთელი შთამომავლობა და ასევე ძალიან არ გასუქდნენ.კორელების გამრავლება უმჯობესია გაზაფხულზე. როცა დღის შუქი მეტია და ასევე ბევრია ხილი და ბოსტნეული. ზაფხულში გამრავლება ცუდია რადგან ძალიან ცხელა ბარტყებისთვის, შემოდგომაზე დღე მოკლდება, ხოლო ზამთარში ძალიან ცივა და ბარტყები შეიძლება დაგეღუპოთ.ყველაზე რთული პროცესია თუთიყუშების დაწყვილება. რადგან თუკი მათ არ მოეწონათ ერთმანეთი, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ისინი არ გამრავლდებიან.შეჯვარებამდე 4-6 კვირით ადრე თუთიყუშს დღის შუქი უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ 8-10 საათი დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ ყოველდღიურად 10 წუთით მოუმატეთ მათ სინათლე. ამ დროს მასში ხდება სექსუალური ჯირკვლების რეგრესი და იგი ემზადება ახალი რეპროდუქციული სეზონისთვის.ოთახის ტემპერატურა საშუალოდ უნდა იყოს 20 გრადუსი ხოლო ჰაერის ტენიანობა ბუდეში 50 – 60% ამ დროს კორელების გალია უნდა იყოს იმხელა, რომ მათ შეეძლოთ მასში ფრენა.გამრავლება შეუძლებელია ბუდის გარეშე. ბუდეს უნდა ჰქონდეს პატარა მრგვალი ჭრილი, საიდანაც თუთიყუშები შევლენ და გამოვლენ. უმჯობესია თუკი ბუდე იქნება ხის. ასევე იგი უნდა იყოს საკმარისად დიდი 2 ზრდასრული კორელასთვის და ასევე მათი შვილებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებმა შეიძლება კვერცხები გაჭყლიტონ. ბუდე არ უნდა იყოს გალაკული და მასში კარგად უნდა მოძრაობდეს ჰაერი. ბუდეს უნდა ჰქონდეს სახურავი, რომლის მოხსნაც შეგვიძლია. ასევე ბუდე უნდა დავკიდოთ გალიის ერთ-ერთ გვერდზე, ქანდარაზე 2-3 სანტიმეტრით ზემოთ, რათა მამალმა კორელამ უყარაულოს. იგი იშვიათად თუ მოშორდება ქანდარას. ბუდეში ჩაყარეთ ნახერხი. 2-4 სანტიმეტრამდე რომ დაფაროს ძირი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბა ან სხვა ქსოვილი. თუთიყუში ხშირად ბუდიდან ყრის ნახერხს, და კვერცხს იატაკზე დებს. ამიტომ უმჯობესია თუკი ბუდის იატაკს ექნება 0,5-1 სანტიმეტრამდე ჩაღრმავებები. რათა მან არ იგორაოს. მაგრამ დედას შეეძლოს მისი გადაბრუნება გასათბობად.ბარტყების დაბადების შემდეგ, უმჯობესია მათი მთავარი საკვები იყოს კვერცხი, მაგრამ მას შემდეგ რაც ისინი ბუდეს დატოვებენ, ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ ზრდასრული თუთოს საკვებს.
იმისათვის რომ ბარტყები ჯანმრთელები იყვნენ, მათ სჭირდებათ მაღალკალორიული და ვიტამინებით სავსე საკვები.
შეჯვარება გრძელდება 7-10 დღე ხანდახან კი 4-6 კვირაც კი. კოჭლ მამლებს არ შეუძლიათ შეჯვარება, რადგან ისინი ვარდებიან ხოლმე მდედრის ზურგიდან.
მანამ სანამ დედალი კვერცხს დადებს, ის იქნება უფრო ნერვიული და ამავე დროს მსუქანი. მისი სუნთქვა კი უფრო შესამჩნევი გახდება. დედალი ჩვეულებრივ დებს 4-5 კვერცხს, მაგრამ ხანდახან მათი რიცხვი 8-მდეც ადის. იგი კვერცხს დებს თითქმის ყოველ 10 საათში. კორელები, განსხვავებით სხვა ჩიტებისგან ორივე ზის კვერცხზე. მამალი დღე, ხოლო დედალი ღამე.
ისინი კრუხობას იწყებენ მას შემდეგ, რაც დედალი დადებს 2-3 კვერცხს. კორელას ტემპერატურა 41-42 გრადუსია, ხოლო კვერცხს იგი ათბობს 39-40 გრადუსამდე. გასათბობად ასევე დედალი კორელას ხშირად 1 ადგილიდან მეორეზე გადააქვს კვერცხები.
ბარტყები იჩეკებიან 21-23 დღეში პირველისა და ბოლო ბარტყვის გამოჩეკას შორის, შეიძლება რამდენიმე დღიანი ინტერვალი იყოს.
დაბადებისას ბარტყები ბრმები არიან. მათ აჭმევს როგორც დედა, ასევე მამა. მშობლები ყლაპავენ საკვებს, ხოლო შემდეგ ისევ უკან იღებენ.
ბარტყების გამოჩეკისას მათ მშობლებს მიეცით მოხარშული კვერცხი, ხორბალი და თავისი საკვები. მოერიდეთ მწვანილებსა და სხვა მცენარეულობებს.
2 კვირაში ბარტყებს ნელ-ნელა უკვე დაეწყებათ ბუმბულის ამოსვლა. მეოთხე კვირას ისინი უკვე გამოვლენ ბუდიდან, მაგრამ ადამიანის დანახვისას შეიძლება კვლავ დაიმალონ. 35-40 დღის ასაკში ისინი უკვე ტოვებენ ბუდეს, თავისით ჭამენ და ცდილობენ ფრენას.
No comments:
Post a Comment