აფრიკული თუთიყუში ჟაკო საკმაო პოპულარობით სარგებლობს ფრინველების მოყვარულ ადამიანებში.
მისი მაღალი ინტელექტი ყველასათვის ცნობილია, რადგან განვითარების დონე 7 წლის ბავშვის დონეს უტოლდება, ხოლო ადამიანის საუბრის და სხვადასხვა ხმების იმიტაციაში მას ცოტა სახეობა თუ შეედრება. ასევე ერთადერთი თუთიყუშია, რომელსაც კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია. არ საუბრობს მექანიკურად დამახსოვრებული სიტყვებით.
შეფერილობით იგი ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერ შეფერილობამდე იცვლება, იმის მიხედვით, აფრიკის რომელი კუთხიდანაა. კუდი ზოგს მუქი წითელი აქვს, ზოგს კი ნაცრისფერი.
მეტი პოპულარობით სარგებლობს კონგოური ჟაკო, რადგან იგი უფრო ღია სერი ფერისაა და ლამაზი წითელი კუდი აქვს.
სანამ ჟაკოს შევიძენთ, აუცილებელია იმის განსაზღვრა, რამდენად შევძლებთ მის მოვლას, შევუქმნით სათანადო პირობებს, გამოვუყობთ დღეში ორ საათს მაინც, საკონტაქტოდ და სასაუბროდ, რადგან, ჟაკოები საკმაოდ კონტაქტური და სოციალური ფრინველებია. უყურადღებოდ დარჩენის შემთხვევაში, ფსიქიკა უზიანდებათ, ბუმბულს იპუტავენ, რის გადაჩვევაც შემდეგ ძალიან რთულად ხდება.
ჟაკოები საკმაოდ დიდ ხანს ცხოვრობენ, საშუალოდ 50 წელს და კარგი მოვლის შემთხვევაში, გაცილებით მეტსაც. თუ ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც გადაწყვეტთ ჟაკოს შეძენას, მაშინ უნდა გათვითცნობიერდეთ ჟაკოს ხასიათში, რა არის მისთვის კარგი და ცუდი. მათ საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვთ და ყოველი დაუფიქრებელი და ცუდი მოპყრობა მის მიმართ, არ ჩაივლის უკვალოდ, შემდგომ თქვენდამი მოჩვევის საკითხში.
ჟაკო უზომოდ ცნობისმოყვარე და დაკვირვებულია. ამჩნევს ყველაფერს რაც მის ირგვლივ ხდება. მაგალითად, ტელეფონი რომ რეკავს და პატრონი მაშინვე ყურმილის ასაღებად მიდის, ეს მოვლენა ჟაკოს არ გამოეპარება და მალე შეიძლება თვითონ დაიწყოს ტელეფონის ზარის იმიტაცია, იმისთვის რომ მასთან მიირბინოს პატრონმა ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება და სანამ ბოლომდე მოეჩვევა ახალ პატრონს. საჭიროა მის “კაპრიზებზე” გადართვა. თუ დღის განმავლობაში მარტო რჩება, მაშინ რაიმე სათამაშოს ყიდვა აუცილებელია.
გალია
პირველ რიგში, ჟაკოებისთვის რეკომენდირებულია დიდი და მტკიცე გალია, სასურველია ოთხკუთხედი ფორმის. რადგან, დამფრთხალ ფრინველს უყვარს გალიის ზემო კუთეში დაჯდომა, ხოლო, თუ გალია მრგვალია, ან სხვა ფორმის, თავს დაცულად ვერ იგრძნობს, რადგან ვერ დაჯდება გალიის უმაღლეს წერტილში.
გალია უნდა დაიდგას იმ სიმაღლეზე, რომ თუთიყუში პირისპირ გიყურებდეთ. სასურველია ისეთი გალია შეარჩიოთ, რომელიც ზემოთა მხრიდან იხსნება და ქანდარა უკეთდება, რადგან , უყვართ ამ ქანდარაზე შემოსკუპება, გალიაც იქვეა, მათ დაბლა, ამ დროს გამოშვებულებიც არიან და თავს კარგად გრძნობენ.
გალია უნდა დაიდგას იმ სიმაღლეზე, რომ თუთიყუში პირისპირ გიყურებდეთ. სასურველია ისეთი გალია შეარჩიოთ, რომელიც ზემოთა მხრიდან იხსნება და ქანდარა უკეთდება, რადგან , უყვართ ამ ქანდარაზე შემოსკუპება, გალიაც იქვეა, მათ დაბლა, ამ დროს გამოშვებულებიც არიან და თავს კარგად გრძნობენ.
სათამაშოები
ძალიან უყვართ სათამაშები, საქანელები, ზანზალაკები, რომელიც, რა თქმა უნდა მისი შესაფერისი და სპეციალურად ჟაკოებისთვის გათვლილი უნდა იყოს. ვინაიდან, მათ ძლიერ ნისკარტს ვერ გაუძლებს პატარა თუთიყუშების სათამაშოები.
კვება
რაც შეეხება ჟაკოების კვებას, ზოომაღაზიებში იყიდება საკვები, თუმცა, მისი შემადგენლობის თითქმის სრული მოცულობა მზესულზირაზე მოდის. ეს კი ძალიან ცუდად აისახება ჟაკოების ჯანმრთელობაზე.
მისთვის სასარგებლოა ფეტვი, გოგრის თესლი, შვრია, სიმინდი, ხორბალი, მიწისთხილი და ძალიან ცოტა მზესუმზირა. ეს ნარევი მარცვლეულის მასა იდეალური საკვებია მისთვის, ასევე, ხილი და ბოსტნეული, მაქსიმალურად მრავალფეროვანი ასორტით უნდა მიეცეს.
მოხარშული კვერცხი იშვიათად, მაგრამ კარგია.
მიწისთხილი ცოტა ოდენობით, სხვა ყველა თხილიც დასაშვებია.
მიწისთხილი ცოტა ოდენობით, სხვა ყველა თხილიც დასაშვებია.
ბანაობა
ჟაკოები არ არიან ბანაობის მოყვარული. ზამთარში არ შეიძლება მათთვის ბანაობა, თუ ოთახში მაღალი ტემპერატურა არ არის. ზაფხულში კი შეიძლება მისასხურებლით მისი გაწუწვა, რაც ძალიან ახალისებთ. კარგად მიჩვევის შემდებ კი შხაპის ქვეშაც სიამოვნებით ბანაობენ.
ბანაობის მერე აუცილებელია მისი კარად გაშრობა. უნდა იფრინოს ბევრი. თუმცა ჟაკოები ფრენის მოყვარულები არ არიან, ამიტომაც ზოგჯერ მას პირსახოცით და ფენითაც აშრობენ ხოლმე რომ გაციება თავიდან აარიდონ.
თუ ჟაკოს შეხედავთ როგორც მეგობარს და არა შინაურ ფრივნელს, რომელიც გალიაში უნდა იჯდეს და სიტყვებს იმეორებდეს, იგი ამას დააფასებს. აჩუქეთ სიყვარული , მეგობრობა და გარანტირებული გექნებათ მხიარული და მოსიყვარულე მეგობარი, მრავალი წლის განმავლობაში.
No comments:
Post a Comment